საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საორიენტაციო შეხვედრა პირველსემესტრელ სტუდენტებთან

2025 წლის 12 სექტემბერს 12:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი გამართავს საორიენტაციო შეხვედრას პირველსემესტრელ სტუდენტებთან.

 

შეხვედრა გაიმართება თსუ-ის II აკადემიური კორპუსის ფიზიკის დიდ აუდიტორიაში (აუდიტორია №211).

 

შეხვედრას დაესწრებიან ფაკულტეტის დეკანი, დეკანის მოადგილეები და  აკადემიური  და ადმინისტრაციული გუნდის წარმომადგენლები.

 

საორიენტაციო შეხვედრის ფარგლებში პირველკურსელებს საშუალება ექნებათ, მიიღონ დეტალური ინფორმაცია სასწავლო პროცესის, ფაკულტეტის სტრუქტურისა და სტუდენტური სერვისების შესახებ. შეხვედრა ჩატარდება კითხვა-პასუხის რეჟიმში, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, ადგილზე დაუსვან კითხვები ფაკულტეტის ხელმძღვანელობას და მიიღონ ამომწურავი პასუხები მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

 

იურიდიული ფაკულტეტი გილოცავთ ახალი სემესტრის დაწყებას და გისურვებთ წარმატებას!

თარიღი: 08/09/2025